არტ თერაპია

არტ თერაპია ექსპრესიული ფსიქოთერაპიული მეთოდია, რომლითაც ხდება სასურველი შედეგის მიღწევა ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით: ხატვით, ძერწვით, მუსიკით, თეატრალური ჩანართებით და სხვ.

მისი საშუალებით ხერხდება განმუხტვა, სტრესის და პოსტტრამვული სიმპტომების მოხსნა, თვითგამორკვევა, არაცნობიერის გაცნობიერება, ასევე ურთიერთობების დარეგულირება ადამიანებს შორის და კრეატულობის განვითარება.

არტ თერაპია ძალიან ეფექტურია, როდესაც ტარდება 10-15 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში. ჯგუფის წამყვანი იძლევა ინსტრუქციებს და დავალებებს, რომლებსაც მონაწილეები ცალ-ცალკე ან ჯგუფთან ერთად ასრულებენ. შექმნილი დადებითი ემოციური ფონი კი ხსნის დაძაბულობას და თავისუფლებას მატებს თითოეულს.

არტ თერაპიას არ გააჩნია უკუჩვენებები. ის გამოიყენება ყველა ასაკში, ერთნაირად ეფექტურია ყველა ადამიანთან (კლინიკურ თუ არაკლინიურ შემთხვევებთან) განურჩევლად მათი უნარებისა, ინტერესებისა და ღირებულებებისა. აქ მონაწილეობა შეუძლია მათაც, ვისაც არ აქვს შეხება ხელოვნებასთან, რადგან არტ თერაპიაში მთავარი არის შემოქმედებითი პროცესი და არა პროდუქტი, ამიტომ ის არ ფასდება ხარისხობრივად ან ესთეტიურობის მიხედვით. ეს კიდევ უფრო ზრდის თავისუფლებას მოანწილეებში მათი აზრების, ემოციების და გრძნობების გამოხატვისას.

ვისთვისაა არტ თერაპია?

• თუკი თქვენ გაქვთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ან მონოტონური ცხოვრების წესი;
• თუკი თქვენ გაქვთ სტრესი, პოსტსტრესული ან პოსტტრავმული სიმპტომები;
• თუკი თქვენ გაქვთ დაეწული გუნება-განწყობა, დეპრესია;
• თვლით, რომ გჭირდებათ დახმარება თვითგამორკვევაში და საკუთარი თავის პოვნაში;
• მუშაობთ ისეთ სამსახურში, სადაც გიწევთ ადამიანებთან მუდმივი ურთიერთობა, განსაკუთრებით კი პედაგოგიკაში, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში და სხვ.
• უბრალოდ გსურთ განმუხტვა, სიახლის შეტანა ცხოვრებაში და ზოგიერთი საკითხის ახალი თვალით დანახვა, ან ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობა…

This entry was posted in სხვადასხვა and tagged . Bookmark the permalink.

Leave a comment